ნასაუს პორტში (კუნძული ნიუ-პროვიდენსი), რომელიც ერთ დროს ცნობილი მეკობრეეების, შავწვერასა და კალიკო ჯეკ რეკჰემის თავშესაფარი იყო, პირველად ისტორიაში მყვინთავებმა გემის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

1690-იანი წლებიდან 1720-იან წლებამდე შავწვერამ, კალიკო ჯეკმა და სხვა მეკობრეებმა კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე მდებარე ნასაუს პორტი თავიანთ თავშესაფრად აქციეს. სწორედ აქ გეგმავდნენ ისინი მორიგ თავდასხმებს ღია ზღვაში და აქვე ინაწილებდნენ ნადავლს.

ნასაუს პორტის დახურულ ზონაში ყვინთვის პირველი ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ, ექსპედიციამ ექვსი ჩაძირული გემი იპოვა, რომელთაგან სამი ე.წ. “მეკობრეობის ოქროს ხანას“ მიეკუთვნება.
ცნობილია, რომ ძვირფასი ტვირთის, ზარბაზნებისა და აღჭურვილობის წაღების შემდეგ, მეკობრეები დანაშაულის კვალის დასაფარად გაძარცულ გემებს ცეცხლს უკიდებდნენ. არქეოლოგებმა ნახშირად ქცეული ხის კორპუსი აღმოაჩინეს, რომელსაც ფსკერზე დღემდე ქვის ბალასტი ამაგრებს.

მტრის გემბანზე პანიკის დასათესად მეკობრეების საყვარელი იარაღს ე. წ .” swivel gun“ წარმოადგენდა. არქეოლოგებმა ზუსტად ამ ტიპის ზარბაზანი იპოვეს, რომელსაც მათ “მეკობრული თავდასხმების სავიზიტო ბარათი“ უწოდეს. გარდა ამისა, ზღვის ფსკერზე ჩვეულებრივი რკინის ზარბაზანი, მუშკეტის 25 ტყვია და ხმლების სალესი ქვაც აღმოაჩნდა .
პროექტის თანახელმძღვანელმა, ბრიტანელმა საზღვაო არქეოლოგმა დოქტორ შონ კინგსლიმ გამოცემა “The Guardian“ -ს განუცხადა. “ეს აღმოჩენები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. გაოგნებული დავრჩი, რომ ხის კორპუსი გადარჩა, ბოლოს და ბოლოს, გემები მეკობრული ტერორის მთავარი იარაღს წარმოადგენდნენ. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პორტის ტერიტორიაზე კიდევ ათობით ჩაძირული გემი იმალებოდეს“.

1695 წელს ინგლისელი ჰენრი ევერი თავისი დროის ყველაზე ძებნილი ბოროტმოქმედი გახდა, მან მეკობრეობის ისტორიაში ყველაზე სარფიანი ძარცვა მოაწყო და ოქრო, ვერცხლი, საფირონები, ზურმუხტები და ბრილიანტები გაიტაცა, რომელთა ღირებულება დღევანდელი კურსით 85 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტია.
არქეოლოგების ნაწილმა ივარაუდა რომ დამწვარი კორპუსი, რომლის მორებიც ხის ლურსმნებით იყო გადაბმული, შესაძლოა ევერის ფლაგმანი ხომალდი “Fancy’“ ყოფილიყო
“ეს აღმოჩენები მით უფრო ყურადსაღებია იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმასა, მავრიკიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე დღემდე რამდენიმე მეკობრული გემი იქნა ნაპოვნი, ნასაუში “ბაჰამის კუნძულებზე მდებარე კარიბის ზღვის მეკობრეების მშობლიურ პორტში“ აქამდე მსგავსი არაფერი აღმოუჩინათ“ განაცხადა კინგსლიმ.