თბილისში 70-ათასიანი სტადიონის პროექტის გამო, მოქალაქეს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა. როგორც bpn.ge-ი წერს, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 29 მაისით დათარიღებულ ბრძანებაშია საუბარი.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, პროექტის განხორციელების მიზნით, აუცილებელი გახდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის გამოსყიდვა, თუმცა ერთ-ერთ მესაკუთრესთან შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც ფონდმა სახელმწიფოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება სთხოვა. განაგრძეთ კითხვა