ავტორი:

კილომეტრიანი საცობები და ნაგვით სავსე სამთო ბანაკები - რა ხდება ევერესტზე, სადაც ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა (ფოტო)

კილომეტრიანი საცობები და ნაგვით სავსე სამთო ბანაკები - რა ხდება ევერესტზე, სადაც ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა (ფოტო)

წელს ევერესტზე ასვლის მსურველი მთამსვლელები ადამიანების გიგანტურ საცობში აღმოჩნდნენ, რისი მიზეზიც ამ საკულტო ადგილზე ვიზიტორების რეკორდული რაოდენობის მოზღვავება გახდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დგას ასობით ადამიანი ერთ ადგილას და ნელ-ნელა წინ “ჰილარის საფეხურისკენ“ (მთის მარშრუტზე არსებულ 12-მეტრიანი ვერტიკალურ კლდე) მიიწევს.

  • ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: “თითქმის 3 საათია საჭირო ამ მონაკვეთის გასავლელად, რაც ადამიანების დიდი სიმჭიდროვითა და მაღალ მთაში გადაადგილების რთული პირობებითა არის გამოწვეული. სერიოზულად?! ამდენი ფულის გადახდა გამყოლებსა და გიდებში მხოლოდ იმისთვის, რომ საცობში გაიჭედო!“

“ჰილარის საფეხური“ ზღვის დონიდან 8790 მეტრზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედზე, “სამხრეთ მწვერვალსა“ და ‘ნამდვილ მწვერვალს“ შორის მდებარეობს. ის ე.წ. “სიკვდილის ზონაში“ არის მოქცეული და ევერესტზე ასვლის დროს ტექნიკურად ყველაზე რთულ ნაწილად ითვლება .

ოფიციალური პირების განცხადებით, ნეპალის მხრიდან ევერესტის მწვერვალს ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის მთამსვლელმა მიაღწია. ოთხშაბათს 8848 - მეტრიანი მწვერვალი, სავარაუდოდ, 275-მა ადამიანმა დაიპყრო, რაც ამ მარშრუტზე ერთ დღეში ასვლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში.

მწვერვალზე მთამსვლელების დიდი რაოდენობით დაშვების გამო ექსპერტები ნეპალის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ. უშუალოდ მწვერვალის ქვემოთ, სადაც ატმოსფეროში ბუნებრივი ჟანგბადის დონე ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშად დაბალ დონეზე იმყოფება, გადატვირთული მარშრუტები ადამიანებისგან შემდგარი სარისკო საცობებსა ან გრძელ რიგებს მიზეზი ხდება. თავის მხრივ ტურისტული ექსპედიციების ორგანიზატორები გადატვირთვისგან გამოწვეულ საფრთხეს აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ რისკების მართვა შესაძლებელია.

გარდა ამისა ვიზიტორთა რეკორდულმა რაოდენობამ ევერესტის ყველაზე დიდ სიმაღლეზე მდებარე “ბანაკი IV“ ნაგავსაყრელად აქცია. გავრცელებულ ვიდეოკადრებში თოვლში დაყრილი მიტოვებული კარვები, ცარიელი ჟანგბადის ბალონები და ადამიანის ცხოველქმედების ნარჩენები ჩანს.

“ის, რაც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ადგილი უნდა იყოს, მრავალი თვალსაზრისით ევერესტის კომერციალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მახინჯ სახედ იქცა. მიტოვებული კარვები, ცარიელი ჟანგბადის ბალონები, საკვების ქილები, დახეული აღჭურვილობა და სხვა ნარჩენები დედამიწის ყველაზე მაღალ სამთო ბანაკს აღჭურვილობის სასაფლაოდ აქცევს. ეს მთა უკეთესს იმსახურებს“, - დაწერა X-ზე “Everest Today“-იმ.

გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ 2024 წელს სპეციალურმა ჯგუფმა და ნეპალელმა ჯარისკაცებმა მთიდან 11 ტონა ნაგვის ჩამოტანა და ოთხი ცხედრის ევაკუაცია მოახერხეს.

მიმდინარე წელს მწვერვალზე ასვლის ნებართვა 500-მდე უცხოელ მთამსვლელზე გაიცა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელს წარმოადგენს. 2025 წლის სექტემბრიდან მთამსვლელებს ნებართვისთვის ასაღებად $15 000-ის გადახდა უწევთ.

წყარო