სამშაბათს, ტაივანის სამხედრო ძალების წამყვანმა იარაღის მწარმოებელმა ინსტიტუტმა სამი საპატრულო რობოტი ძაღლი წარადგინა, რომლებიც სამომავლოდ, შესაძლოა, ტაივანის კუთვნილ, თუმცა სადავო სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულებზე პატრულირებისთვის გამოიყენონ.


დემოკრატიული მმართველობის მქონე ტაივანი, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აქტიურად ახორციელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას. თავდაცვის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს უპილოტო საფრენი აპარატები და ტექნოლოგიები წარმოადგენს.
სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე სამხედრო უწყების დაქვემდებარებაში მყოფმა “ჩუნგ-შანის“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NCSIST) რობოტი ძაღლის სამი სხვადასხვა ვერსია წარადგინა. აღნიშნული რობოტები ამერიკულმა კომპანია “Ghost Robotics“-მა შექმნა, რომელიც აშშ-ის არმიისთვის ოთხფეხა რობოტების ერთ-ერთი უმსხვილეს მიმწოდებელს წარმოადგენს.

ტაივანურმა ინსტიტუტმა რობოტების ზურგზე საკუთარი ტექნოლოგიური სისტემები დაამონტაჟა, რის შედეგადაც მათ სამი სხვადასხვა - დაზვერვის, მეთვალყურეობისა და საცეცხლე მხარდაჭერის მოდიფიკაცია მიიღეს.
ჩინეთიც და ტაივანიც სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილზე აცხადებენ პრეტენზიას, თუმცა როგორც წესი, სპრატლის არქიპელაგში ერთ-ერთ უმსხვილეს იტუ აბას კუნძულთან კონფლიქტს, რომელსაც ტაივანი აკონტროლებს ჩინური სამხედრო ძალები ერიდებიან.