ავტორი:

მატჩის სევდიანი დასაწყისი - გურამ კაშია გულშემატკივარს დაემშვიდობა: ის საქართველოს ნაკრებში ბოლო, 129-ე მატჩს ატარებს

მატჩის სევდიანი დასაწყისი - გურამ კაშია გულშემატკივარს დაემშვიდობა: ის საქართველოს ნაკრებში ბოლო, 129-ე მატჩს ატარებს

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა, გურამ კაშია რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა.

  • გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა. საქართველო - რუმინეთის ამხანაგური მატჩი მისთვის სწორედ 129-ე შეხვედრაა - ეს იქნება ბოლო მატჩი, რომელსაც კაშია ჩაატარებს.

კაშია ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. გუნდის კაპიტნად ის 2021 წელს აირჩიეს.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კაშიას კაპიტნობის პერიოდში გავიდა.

ფოტო: ეროვნული ნაკრები