თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მტკვარში გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.