სანქტ-პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეს დილით, კრონშტადტის, კიროვსკისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უკრაინელი ნაცისტების მიერ დრონებით თავდასხმა განხორციელდა. არიან დაშავებულები. მსხვერპლი არ არის“, - აცხადებს ქალაქის ხელმძღვანელობა.
მანამდე, რუსულმა "ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმამ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში, "პეტერბურგის ნავთობტერმინალში“ ხანძარი გამოიწვია.