ავტორი:

"შემდეგი ნაბიჯია ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა" - დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე

"შემდეგი ნაბიჯია ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა" - დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე

ირაკლი კობახიძემ პირადად ჩვენგან მოისმინა ინფორმაცია. გამოირიცხა ძალიან ბევრი თემა, რაც აქამდე იყო, თითქოს მართულები ვართ, გამოირიცხა წამლის საფრთხე, თანხის შეგროვება რომ მიზნობრივი იყო, ამაზეც შევთანხმდით, მაგრამ ეს იყო ძირითადად მოსმენა, შემდეგში პირადად მასთან მოხდება ისევ შეხვედრა, ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა და ნაბიჯების გადადგმა უმოკლეს დროში, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის დედამ, თაკო გოგალაძემ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • გოგალაძის თქმით, მედიკამენტის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ჯერ არ შეწყდება და შემდეგი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება აქციების გაგრძელების საჭიროება.

“დღევანდელი შეხვედრა ძირითადად ემსახურებოდა მოსმენას. ბატონმა ირაკლი კობახიძემ თავიდან ბოლომდე მოისმინა არსებული პრობლემები და მედიკამენტების შესახებ პირადად ჩვენგან მოისმინა ინფორმაცია. შეხვედრის დასაწყისიდანვე შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება ზეგ დილით მაქსიმუმ.

დღევანდელი შეხვედრა ძირითადად იყო ინფორმაციების გაცვლა. არავითარი საუბარი არ ყოფილა მედიკამენტების უსაფრთხოებაზე და ვიმედოვნებთ და ვფიქრობთ, რომ შემდეგი შეხვედრა ზეგ დილით პირადად მასთან უკვე იქნება კონკრეტულ მედიკამენტებზე, როგორ და რანაირად შემოვიდეს ქვეყანაში უმოკლეს დროში.

ჩვენ ვიმედოვნებთ და ვიტოვებთ მოლოდინს, რომ რაც დღეს ითქვა და მოისმინეს წამლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკვე გადავლენ კომუნიკაციაზე ფარმაცევტულ კომპანიებთან და მედიკამენტების შემოტანა ეტაპობრივად დაიწყება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭირო იყო და უკეთესი იქნებოდა, ადრეც მომხდარიყო. კობახიძემ პირადად ჩვენგან მოისმინა ინფორმაცია თავიდან ბოლომდე. გამოირიცხა ძალიან ბევრი თემა, რაც აქამდე იყო, თითქოს მართულები ვართ, გამოირიცხა წამლის საფრთხე. თანხის შეგროვება რომ მიზნობრივი იყო, ამაზეც შევთანხმდით, მაგრამ ეს იყო ძირითადად მოსმენა, შემდეგში პირადად მასთან მოხდება ისევ შეხვედრა, ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა და ნაბიჯების გადადგმა უმოკლეს დროში.

საჭიროებებზეც შევთანხმდით, რომ ჩვენი თანხებით უზრუნველვყოფთ ბავშვების საჭიროებებს, რაც არის და რაც შეგროვდა საზოგადოების მხრიდან, ამას მიზნობრივად გამოვიყენებთ და შევიძენთ საჭიროებებს.

რაც შეეხება აქციას, რა თქმა უნდა, აქცია გრძელდება იმიტომ, რომ ამას ჩვენ მარტო არ ვწყვეტთ, მშობლების გუნდთან შევათანხმებთ და ზეგ დილით რა ნაბიჯებითა და რა კონკრეტული გეგმით გამოვალთ, იმის მიხედვით გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა აქციები”, - განაცხადა თაკო გოგალაძემ.