ირანის უზენაესი ლიდერი მოლაპარაკებებში ჩართულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ტრამპმა Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ორშაბათს სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს "შეშლილი“ უწოდა.
"ვერ ვიტყოდი, რომ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ცოტათი აღშფოთებული ვიყავი ლიბანთან მისი მუდმივი ბრძოლით. თუმცა, ბიბი ძალიან მომწონს. მასთან ძალიან კარგად ვმუშაობ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"არ ვიცი. ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალაში დარჩეს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის სწრაფად მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.