ავტორი:

“სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ“ - მარია ზახაროვა

“სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ“ - მარია ზახაროვა

“სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“სომხეთი უნდა გადაარჩინოს მისმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ახლა არჩევნებზე ყველა შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ არჩევანი თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთონ“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთს სომეხი ხალხის წინააღმდეგ არასდროს უმოქმედია.

„ყველანაირად მხარს უჭერდა, დაეხმარა და ზოგჯერ გადაარჩინა კიდეც. თუმცა, ახლა გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.