ბრიტანეთის ახალ ბანკნოტებზე შესაძლოა ფრინველები, ცხოველები და მწერები გამოსახონ. კანდიდატთა სიაში სულ 18 ბინადარი მოხვდა, საზოგადოებას კი აქვს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს, ვინ გამოჩნდება კუპიურებზე.
კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს თანაბარ შანსს იმისათვის, რომ მათი გამოსახულებები ინგლისის ბანკის ბანკნოტების მომდევნო სერიაზე გამოჩნდეს. ისტორიული ფიგურების, უპირველეს ყოვლისა კი სერ უინსტონ ჩერჩილის, ბუნების ბინადართა გამოსახულებებით შეცვლის გადაწყვეტილებამ პოლიტიკოსებს შორის უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია.
მიუხედავად დაძაბულობისა, ბრიტანეთის მცხოვრებლებს აქვთ ერთი თვე, რათა დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი იმის შესახებ, თუ ველური ბუნების რომელი სახეობების ხილვა სურთ 5, 10, 20 და 50 ფუნტიან ბანკნოტებზე.
სანამ ბანკნოტები მიმოქცევაში შევა, დიზაინის შემუშავებას, ტესტირებასა და ბეჭდვას რამდენიმე წელი დასჭირდება.
ხოლო ბანკნოტებზე, რომლებიც ამჟამად მიმოქცევაშია, გამოსახულნი არიან (ნომინალის ზრდის მიხედვით): ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, მწერალი ჯეინ ოსტინი, მხატვარი უილიამ ტერნერი და ომისდროინდელი მათემატიკოსი და კრიპტოგრაფი ალან ტიურინგი.