ავტორი:

ძველ თბილისში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ძველ თბილისში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ძველ თბილისში, აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი, 80 წელს გადაცილებული მამაკაცი.