ავტორი:

"მანქანა მოიპარეს, 16 წლის გოგო იჯდა საჭესთან... ავარიის დროს გიო მანქანიდან გადმოვარდა" - ტრაგედია ქუთაისში

"მანქანა მოიპარეს, 16 წლის გოგო იჯდა საჭესთან... ავარიის დროს გიო მანქანიდან გადმოვარდა" - ტრაგედია ქუთაისში

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია არასრულწლოვანი, მე-10 კლასის მოსწავლე.

  • როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დღეს საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.

ჩვენი ინფორმაციით, 16 წლის გოგონა, რომელმაც ავარია მოახდინა, დაკავებულია.

“ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. როგორც გავიგეთ ბიჭმა, რომელიც გადარჩა, დედას მოჰპარა მანქანა. დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დასვა მეგობარი გოგო, 16 წლის საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა.

ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარაზე... გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა გადარჩენილიყო, იქვე დაიღუპა ბავშვი...განაგრძეთ კითხვა