ჩინურმა სტარტაპმა შექმნა საყელური, რომელიც კნავილსა და ყეფას ადამიანის ენაზე თარგმნის. ისინი 95%-იან თარგმანის სიზუსტეს გვპირდებიან. გაჯეტი აღჭურვილია Alibaba-ს ნეირონული ქსელით, მიკროფონებითა და მოძრაობის სენსორებით.
“PettiChat არა მხოლოდ შინაური ცხოველების ხმებს თარგმნის ადამიანის ენაზე, არამედ თქვენს სიტყვებსაც აქცევს ბგერებად, რომლებსაც შინაური ცხოველები ინსტინქტურად ამოიცნობენ.
წონით მხოლოდ 27 გრამიანი გაჯეტი თარგმანს 1.2 წამში უზრუნველყოფს. ეს სიჩქარე მიიღწევა სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტის მოდელით, რომელიც გაწვრთნილია მილიონზე მეტ ვოკალიზაციისა და ქცევის ნიმუშზე და აღწევს 94.6%-იან სიზუსტის მაჩვენებელს,“ - აცხადებს კომპანია.
მათი თქმით მოწყობილობა 119 დოლარი ღირს.