ავტორი:

“არ ვაპირებდი ამ ფოტოების დადებას მაგრამ სხვა გზა არ მაქვს“ - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი საბავშვო ბაღიდან: რას წერს მოქალაქე, რომელიც აღმზრდელს ძალადობაში ადანაშაულებს

“არ ვაპირებდი ამ ფოტოების დადებას მაგრამ სხვა გზა არ მაქვს“ - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი საბავშვო ბაღიდან: რას წერს მოქალაქე, რომელიც აღმზრდელს ძალადობაში ადანაშაულებს

მოქალაქე ელიტა დანელიანი თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღს მისი შვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ აქვს დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, როგორ "არაადამიანურად ექცეოდნენ ბავშვს".

ედიტა დანელიანი ვიდეოებიდან ამოღებულ კადრებს აქვეყნებს.

“არ ვაპირებდი ამ ფოტოების დადებას მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ასე თუ დავიცავ ჩემ შვილს და დავამტკიცებ სიმართლეს!

ვიდეოებს, რომ მორჩება გამოძიება მერე გამოვაქვეყნებ! ვიდეოდან “დავსქრინე“ და ცოტა ხარისხი გაუფუჭდა. აქ ჩანს ჩემი შვილი როგორ წევს იატაკზე საათობით! სადაც დაფარულია, იქ ბავშვები ზიან და თამაშობენ, როცა ჩემი შვილი გახდილი წევს იატაკზე!“ - წერს ედიტა დანელიანი და ფოტოებს აქვეყნებს.

  • მანამდე მან გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში მის მცირეწლოვან შვილს “ხდიდნენ ტანსაცმელს და იატაკზე საათობით აწვენდნენ.“

“ჩემს შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს იატაკზე და ბავშვი იყო 4 საათი 3 საათი, ყოველდღიურად შიშველი ტიტველი იყო, ერთ ბოდეში, ბავშვი როცა დგებოდა მასწავლებელი უთითებდა რომ უნდა დაწვეს, იმავე ჯგუფში ყველა იჯდა თამაშობდა და ჩემი შვილი იყო იატაკზე შიშველი, სადაც ყველა ბავშვი ამას უყურებდა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შველას ითხოვდა მასწავლებლები იმავე ოთახში ისხდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ და ფეხებიდან წევდნენ ბავშვს და ისევ ძირს აწვენდნენ უხეში ფორმებით!

4 საათის მერე როცა ჩემს შვილს მოშივდა და მივიდა ესე ნელი ნაბიჯებით შიშველი დადგა მასწავლებელთან მაჭამეო იმან იმავე კოვზით აჭამა ერთი ლუკმა რის მერეც მეორე მასწავლებელმა ხელში დაავლო ხელი და ისევ მიიყვანა და დააგდო ძირს იატაკზე და სახეზე დააფარა ბავშვს პროსტინა, როგორც გვამს! ეს ხდებოდა ყოველდღიურად 11 საათიდან 4 მდე, 10-ს ნახევარზე გაღვიძებულ ბავშვს 11 საათიდან აწვენდნენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ, ასე ძალადობდნენ ჩემს შვილზე!“ - წერს მცირეწლოვნის დედა.

Ambebi.ge-თან ბაღის დამფუძნებელმა, ბელა გაბუნიამ განაცხადა, რომ ბაღი თანამშრომლობს სამართალდამცველებთან, რაც შეეხება პედაგოგს, ის უკვე გათავისუფლებულია.

იხილეთ ასევე: