ავტორი:

ჟურნალისტმა საკუთარი გატაცება კამერით გადაიღო - შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ქალი საკუთარი სახლიდან გაიტაცა: რას წერს ადგილობრივი მედია

ჟურნალისტმა საკუთარი გატაცება კამერით გადაიღო - შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ქალი საკუთარი სახლიდან გაიტაცა: რას წერს ადგილობრივი მედია

მექსიკის შტატ ვერაკრუსში ჟურნალისტი საკუთარი სახლიდან შეიარაღებულმა და ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. დრამატული შემთხვევა კამერამ შემთხვევით დააფიქსირა დააფიქსირა, სადაც ჩანს, როგორ შეიჭრნენ თავდამსხმელები საცხოვრებელში და ქალი ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება რამდენიმე შავებში ჩაცმული მამაკაცი ჟურნალისტის სახლს ქალაქ ნანჩიტალში. ისინი უროების გამოყენებით ამტვრევენ შესასვლელ კარს. ერთ-ერთი ნათესავი თავდამსხმელების შეჩერებას ცდილობს, თუმცა მას იარაღს უმიზნებენ. ამის შემდეგ შეიარაღებული პირები სახლში იჭრებიან და ოჯახის წევრებს იატაკზე დაწოლას აიძულებენ.

  • ოჯახის წევრების ინფორმაციით, გატაცებული ჟურნალისტი როქსანა ბერნის გუზმან რამირეზია, რომელიც ადგილობრივი ციფრული გამოცემის, Pulso Informativo del Sureste-ის დირექტორია. მედია საშუალება ძირითადად ადგილობრივ პოლიტიკას, დანაშაულსა და უსაფრთხოების საკითხებს აშუქებს.

გატაცება 2 ივნისს მოხდა. შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. საქმეზე მუშაობენ კრიმინალისტები და გამომძიებლები, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან და რა იყო მისი მოტივი.

გატაცებული ჟურნალისტი როქსანა ბერენიცა გუზმან რამირესი იყო მედიასაშუალების Pulso Informativo del Sureste-ის ხელმძღვანელი

ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერ არ დადგენილა, უკავშირდება თუ არა ჟურნალისტის გატაცება მის პროფესიულ საქმიანობას. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუსმან რამირესმა ბოლო პერიოდში რამდენიმე რეზონანსული თემა გააშუქა.

ბოლო თვეებში იგი სამხრეთ ვერაკრუსის თემებში ჟურნალისტური საქმიანობის გაფართოებას გეგმავდა. მისი მიზანი პირდაპირი ეთერებისა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის პროექტების მეშვეობით ადგილობრივი პრობლემების უფრო ფართოდ გაშუქება იყო.

წყარო