ვეშაპებზე დაკვირვებისთვის, ბრაზილიის ბაიას ატლანტიკური სანაპირო მსოფლიოში ყველაზე ჯადოსნური ადგილია.
პატარა ნავებზე მყოფი ტურისტები, რომლებიც ძრავებს თიშავენ, რათა 40 ტონიანი გიგანტები არ შეაწუხონ, აღტაცებით უყურებენ, თუ როგორ იკრიბებიან ეს არსებები ანტარქტიდის წყლებში ნადირობის სეზონის შემდეგ შეჯვარებისთვის, თამაშისა და შვილების კვებისთვის.
თუმცა ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად ბევრი რამ არ ვიცით მათ შესახებ და რატომ მიიჩნევს ბევრი მათ მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო და იდუმალ არსებებად.
გასულ თვეში, სამეფო საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთი ვეშაპი, რომელიც 2003 წელს ბაიას სანაპიროსთან შენიშნეს, კვლავ შენიშნეს 2025 წლის სექტემბერში - 9,385 მილის დაშორებით, მსოფლიოს მეორე მხარეს, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. კუზიანი ვეშაპი ამოიცნეს მისი კუდის ნაკვთებით მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა 19,000-ზე მეტი ფოტოსურათი დაამუშავეს გამოსახულების ამოცნობის ალგორითმის გამოყენებით.
მეცნიერებს არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ რატომ მიგრირდა ეს ვეშაპი მსოფლიოს მეორე მხარეს, რადგან ამ სახეობის წარმომადგენლების უმეტესობა მთელ ცხოვრებას ერთსა და იმავე ადგილებში ატარებს. როგორც ჩანს, ისინი არ მიჰყვებიან ოკეანის დინებებს, რაც ზღვის ბიოლოგებს აფიქრებინებს, რომ ვეშაპები ნავიგაციისთვის იყენებენ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს, ასევე დედამიწის მაგნიტურ ველებს.
ერთი თეორიის თანახმად, კლიმატის ცვლილებამ გაანადგურა კრილის პოპულაციები, ვეშაპების ძირითადი საკვები წყარო და მომავალში ჩვენ ვიხილავთ, თუ როგორ მოგზაურობენ ეს ძუძუმწოვრები კიდევ უფრო შორს.
მაგალითად, ზოგიერთი სახეობის მდედრები, მათ შორის ბელუგები, ნარვალები და მკვლელი ვეშაპები, შუახნის ასაკში მენოპაუზას განიცდიან. მათი საკვერცხეები მიძინებულ მდგომარეობაში გადადის და ისინი წყვეტენ გამრავლებას. იმ ფონზე, როდესაც ველურ ბუნებაში მცხოვრები ცხოველების უმეტესობა სიკვდილამდე აგრძელებს გამრავლებას.
ისინი ნადირობენ ექოლოკაციის გამოყენებით, რაც გულისხმობს წყალში ბგერების ნაკადის გაგზავნას მსხვერპლის მოსაძებნად. კვლევებმა აჩვენა, რომ ვეშაპის რეცეპტორები იმდენად მგრძნობიარეა, რომ მათ შეუძლიათ აღმოაჩინონ მავთულის ძაფი, რომლის სისქე მხოლოდ 15 მეათასედი ინჩია.
გასულ წელს, ალიასკაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს იდუმალი დაბალი ვიბრაციის გუგუნი, რომელიც შუქურის მცველებმა დააფიქსირეს. მათი თქმით, მათი შენობები ზოგჯერ ყრუ ხმაურით ვიბრირებდა, რაც შორეული მექანიზმების მსგავსი იყო. ბიოლოგმა ფრედ შარპმა ეს ხმა კუზიანი ვეშაპების ძახილს დაუკავშირა და მიანიშნა, რომ ისინი შესაძლოა კვნესოდნენ ან აცემინებდნენ კიდეც.
ეკოლოგმა და ყოფილმა CIA-ს აგენტმა პიტერ მათისენმა ამ ხმას „შეუდარებელი სიწმინდე“ უწოდა და დასძინა: „ვერანაირი სიტყვა ვერ გადმოსცემს ვეშაპის სიმღერის საშინელებას“.
მეზღვაურებს ეს ხმა უძველესი დროიდან ესმით, როგორ ვიბრირებდა მათი გემების ხის კორპუსები, სანამ ისინი ჰამაკებში ისვენებდნენ გემბანის ქვეშ. შესაძლოა, სწორედ აქედან წარმოიშვა სირენის სიმღერის მითიური ტრადიცია - ხმა იმდენად ლამაზი, რომ ადამიანებს აიძულებდა, რომ მისი წყაროს საძებნელად ზღვაში გადახტომას.
ვეშაპები და დელფინები ხმას ჩვენზე ბევრად უკეთ აღიქვამენ. ადამიანის სმენისგან განსხვავებით, რომელიც წყალში შიდა ყურში ჰაერის ნაპრალითაა დაცული, ვეშაპების ყურის აპკები ზღვასთან პირდაპირ კონტაქტშია. და რადგან წყალი ბგერას ჰაერზე ხუთჯერ უკეთ ატარებს, ეს ნიშნავს, რომ ვეშაპებს შესანიშნავად შეუძლიათ დიდ მანძილზე მოსმენა.
მაგალითად, კარიბის ზღვის აუზში კუზიანი ვეშაპის სიმღერა შეიძლება ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან, 4000 მილზე მეტი მანძილის დაშორებით მცხოვრებმა სხვა ვეშაპმა მოისმინოს.
ფიზიკოსმა კარლ საგანმა გამოთვალა, რომ კუზიანი ვეშაპის 30 წუთიანი სიმღერის ციფრულად რეპროდუცირებას კომპიუტერული პროგრამისთვის 100 მილიონი ბიტი მონაცემი დასჭირდებოდა.
მეცნიერებს დანამდვილებით არ შეუძლიათ თქვან, თუ რატომ მღერიან ისინი. ცნობილია, რომ მათი ტვინი დაახლოებით 15-20 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. შედარებისთვის, ადამიანის ტვინმა ამჟამინდელ ზომას მხოლოდ 100 000 წლის წინ მიაღწია.
იხილეთ ასევე: