ავტორი:

მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - რა დეტალებია ცნობილი

მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - რა დეტალებია ცნობილი
  • ფოტოზე: რაჟდენ ჩინჩალაძე, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც ავტომობილით სხვა მოძრავ ავტომობილებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთის მძღოლი ავტომანქანით მტკვარში გადავარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მტკვარში 3 ივნისს გადავარდნილ ავტომობილსა და მის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ბიჭის ოჯახის წევრები და თანასოფლელები. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი “ჯეტას” მარკის ავტომობილით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით გადაადგილდებოდა, როცა მას უკნიდან მანქანა დაეჯახა.

შეჯახების შედეგად მანქანა მტკვარში გადავარდა. ამ შემზარავ ფაქტს როგორც ჩანს, ჰყავს თვითმხილველები და ტრაგედიის წუთიდან მიდის სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერჯერობით ავტომობილს ვერ მიაგნეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა, რომელსაც ეძებენ, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეა.

წაიკითხეთ ასევე: