ავტორი:

"დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი" - ბაჩო ახალაია ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე

"დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი" - ბაჩო ახალაია ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე

დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მას შემდეგ, რაც მან ჰკითხა, ცნობდა თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ.

  • მოსამართლემ მას შემდეგ, რაც ახალაიას მისთვის წარდგენილი ბრალდება განუმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია ჰკითხა, რაზეც ახალაიამ უპასუხა, რომ ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.

„არ ვიცი. მოგიყვებით მერე ჩემს შეხედულებას... ნორმა არ მიმაჩნია დანაშაულად, ამიტომ პოზიცია არ მაქვს",- განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.