ავტორი:

“ჩვენი ბიჭების მანქანა დარტყმის ქვეშ მოჰყვა - მანქანა მთლიანად განადგურებულია, თუმცა ოთხივე მებრძოლი გადარჩა“ - მამუკა მამულაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან ინფორმაციას აქვეყნებს

“ჩვენი ბიჭების მანქანა დარტყმის ქვეშ მოჰყვა - მანქანა მთლიანად განადგურებულია, თუმცა ოთხივე მებრძოლი გადარჩა“ - მამუკა მამულაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან ინფორმაციას აქვეყნებს

"ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი მამუკა მამულაშვილი ბრძოლის პირველ ხაზზე მომხდარის შესახებ წერს.

  • მამულაშვილი აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს განადგურებული ავტომობილი. მისი თქმით, მანქანაში ქართველი მებრძოლები ისხდნენ, ავტომობილი დარტყმის ქვეშ მოჰყვა, თუმცა იქ მყოფი ყველა ჯარისკაცი გადარჩა.

"რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჩვენი ბიჭების მანქანა დარტყმის ქვეშ მოჰყვა. მანქანა მთლიანად განადგურებულია. რაც ყველაზე მთავარია - ოთხივე მებრძოლი გადარჩა. მათ მძიმე ჭრილობები მიიღეს, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ.

ბიჭებს რაც შეიძლება სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ძალების აღდგენას ვუსურვებთ,“ - წერს მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.