ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ბაჰრეინის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
"წინა თამაშთან შედარებით, შემადგენლობაში 5-6 ცვლილება გვექნება. ბაჰრეინს რაც შეეხება, ბოლო წლებში აზიის ტურნირებში კარგი შედეგები აქვს და არ ველოდები, რომ მარტივი მატჩი გვექნება. საერთოდ ახალ გუნდებთან თამაში საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის კარგი იქნება.
მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერი ყველას გაგვიხარდა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავიდა. ისიც ვიცოდით, რომ იქ დიდი კონკურენცია დახვდებოდა, მაგრამ მე, როგორც ნაკრების მწვრთნელი, გიორგის ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს, რათა რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს... წაიკითხეთ ვრცლად