საქართველო "3+3 ფორმატის“ შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.
"საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში”, - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს რუსული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი.
“5 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, პლუს რუსეთი, ირანი და თურქეთი - პირველ საექსპერტო შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე”, - განაცხადა ზახაროვამ.