ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, მიმდინარე კვირის დასაწყისში ფხენიანში პირადად მიიღო ქალთა შორის AFC-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი. იგი ფეხბურთელებს გადაეხვია და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო, რასაც სპორტსმენების მხრიდან სიხარულის ცრემლები და ემოციური ოვაციები მოჰყვა.

APT News-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მიღებას საზოგადოების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის ათობით ოფიციალური პირი ესწრებოდა, რომლებიც გამარჯვებულებს ტაშითა და ქვეყნის მინიატურული დროშების ფრიალით ხვდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად “ნეგოჰიანგს“ სამხრეთ კორეაში მოუწია გამგზავრება. 2014 წლის “ინჩხონის“ აზიური თამაშების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩრდილოეთკორეელმა ფეხბურთელებმა მეზობელ ქვეყანაში იმოგზაურეს.