ავტორი:

სასწაული ევერესტზე - გარდაცვლილად მიჩნეული მთამსვლელი 6 დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

სასწაული ევერესტზე - გარდაცვლილად მიჩნეული მთამსვლელი 6 დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

ნეპალელი მთამსვლელი გიდი, რომელიც ევერესტზე დაღუპული ეგონათ, ცოცხალი მაშინ იპოვეს როდესაც იგი საბაზო ბანაკისკენ მოცოცავდა. მთამსვლელი ბოლოს 6 დღის წინ ნახეს და ყველას გარდაცვლილი ეგონა.

  • დავა შერპა ბოლოს დაახლოებით 7 500 მეტრის სიმაღლეზე შენიშნეს, როდესაც ის მწვერვალის დალაშქვრის შემდეგ უკან ბრუნდებოდა.

ჰაერში ჟანგბადის სიმცირის გამო ასეთ სიმაღლეზე ადამიანის გადარჩენის შანსი მინიმალურია, თუმცა, 4 ივნისს, ჯგუფმა რომელიც გარემოს ასუფთავებდა გამოცდილი მთამსვლელი მაშინ შენიშნა, როდესაც ის ნელ-ნელა ყინულზე ქვევით მოსრიალებდა. დავას ხელებზე ყინვისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ზოგადად, თავს კარგად გრძნობდა.

  • “დავამ წარმოუდგენელი შეძლო და ამდენი დღის განმავლობაში გადარჩა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევერესტზე, ამ სიმაღლეზე მარტოს ამ დრომდე არავინ გაუძლია. ის კი ექვსი დღე მარტო იყო და მშვიდობიანად ჩამოვიდა, ეს ნამდვილი სასწაულია, რომელიც საკუთარი თავის გადარჩენის რეალურ მაგალითზე არის დაფუძნებული“, - განაცხადა სამძებრო სამუშაოების ხელმძღვანელმა პემბა შერპამ.

კატმანდუს “HAMS“ -ის კლინიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “დავა შერპა ამ დროისთვის კარგადაა და მკურნალობას გადის“.

წყარო