ავტორი:

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გოგონა, პრინცესა ლილიბეტი 5 წლის გახდა - მშობლები გოგონას იშვიათ ფოტოებს აქვეყნებენ

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გოგონა, პრინცესა ლილიბეტი 5 წლის გახდა - მშობლები გოგონას იშვიათ ფოტოებს აქვეყნებენ

მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ ქალიშვილს, პრინცესა ლილიბეტს მეხუთე დაბადების დღე "ინსტაგრამზე" ემოციური პოსტით მიულოცეს. ხუთშაბათს სასექსის ჰერცოგინიამ სოციალურ ქსელში თავიანთი “ოცნების გოგონას“ ორი აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნეს.

ერთ კადრში სასექსის ჰერცოგს უმცროსი შვილი ხელში უჭირავს, მეგანი კი მათ სიყვარულით შესცქერის. მეორე ფოტოზე პატარა ლილიბეტი თეთრ კაბაშია გამოწყობილი და სასახლის უკანა ეზოში იასამნისფერ ყვავილებს ეფერება.

“ჩვენი ოცნების გოგონა. გილოცავ 5 წლის იუბილეს, ლილი“,- წერს მეგან მარკლი.

მეგანსა და ჰარის უმცროსი შვილი 2021 წელს პრინც არჩის დაბადებიდან (2019 წ.) ორი წლის შემდეგ შეეძინათ.

წყარო