თელავში, კვადროციკლით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა.
დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრავმა მიიღო და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმის თქმით,მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი თბილისში გადაყვნა იგეგმება.
მეორე დაშავებულს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა ადგილობრივ სავადმყოფოში უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.