ავტორი:

საიდუმლო სილურჯე სახეზე და ფინანსური სკანდალი: პრინცი ენდრიუ, რომელსაც ტიტულები ჩამოართვეს, უცნაური დაზიანებით შენიშნეს

საიდუმლო სილურჯე სახეზე და ფინანსური სკანდალი: პრინცი ენდრიუ, რომელსაც ტიტულები ჩამოართვეს, უცნაური დაზიანებით შენიშნეს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო ახალი სკანდალი გორდება. 66 წლის ტიტულებ ჩამორთმეული პრინცი ენდრიუ ნორფოლკში, თავის ახალ საცხოვრებელთან ახლოს, მანქანის მართვისას შეამჩნიეს, სადაც მას სახეზე, კერძოდ, ლოყასა და ყვრიმალზე უცნაური წარმოშობის, დიდი ზომის საიდუმლოებით მოცული ჩაქცევა (სილურჯე) აღენიშნებოდა.

ეს იდუმალი ფიზიკური დაზიანება სიმბოლურად დაემთხვა მისთვის კიდევ ერთ საზიანო დარტყმას: ოფიციალური სამთავრობო გამოძიებით დადგინდა, რომ ენდრიუ მალულად აგროვებდა დამატებით შემოსავალს უინძორში მდებარე თავისი მდიდრული რეზიდენციის, „როიალ ლოჯის“ ტერიტორიაზე არსებული სამი კოტეჯის ქვეიჯარით გაცემით. აღსანიშნავია, რომ თავად ენდრიუ ამ 30 მილიონ ფუნტად შეფასებულ მამულში ბოლო 20 წლის განმავლობაში სიმბოლურ, მიზერულ ქირას იხდიდა, ანუ ფაქტობრივად უფასოდ ცხოვრობდა, ხოლო სხვისგან ფულს იღებდა.

რა დაადგინა გამოძიებამ?

დიდი ბრიტანეთის ნაციონალური აუდიტის სამსახურის (NAO) ანგარიშის მიხედვით, კოტეჯების გაქირავებიდან მიღებული ფული პირდაპირ ენდრიუს ჯიბეში მიდიოდა. სამეფო წყაროები ამტკიცებენ, რომ ეს თანხა მხოლოდ პერსონალისა და შენობების შენახვას ხმარდებოდა, თუმცა ზუსტი ციფრები უცნობია.

პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან სკანდალური კავშირების გამო, ენდრიუს შარშან ტიტულები ჩამოართვეს და რეზიდენციის დატოვება უბრძანეს. მიუხედავად ამისა, ვადაზე ადრე გამოსახლების გამო ის სახელმწიფოსგან $300,000-დან $480,000 ფუნტამდე ფულად კომპენსაციას მიიღებს.

ყოფილმა მინისტრმა ნორმან ბეიკერმა ფაქტს „აღმაშფოთებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის გადასახადის გადამხდელების დაცინვა, რადგან ეს ფული სახელმწიფოს უნდა მიეღო და არა პრინცს. ანგარიშმა აჩვენა, რომ მეფე ჩარლზი პირადად ფარავს ენდრიუს ქალიშვილების - პრინცესა ბეატრისისა და პრინცესა ევგენიას ქირას, რომლებიც სამეფო კარისთვის არ მუშაობენ. მათი ქირაც აქამდე ძველ, დაბალ შეფასებებს ეყრდნობოდა და რეალური საბაზრო ფასის მხოლოდ 64-68%-ს შეადგენს.

შედარებისთვის, სამეფო ოჯახის სხვა წევრები ასე იხდიან ქირას:

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი: უინძორში, თავიანთ ახალ სახლში, წელიწადში 307,200 ფუნტს იხდიან და რემონტსაც თავად აფინანსებენ. პრინცი ედუარდი ასევე სიმბოლურ ქირას იხდის სურეიში და მასაც აქვს თავლების ქვეიჯარით გაცემის უფლება. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მიესალმებიან ამ ანგარიშის გამოქვეყნებას, რადგან სამეფო კარი ყოველთვის გამჭვირვალობის მომხრეა.

წყარო