ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა - რა დეტალებია ცნობილი
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა.
ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, მასწავლებელი კლინიკაში გადაიყვანეს.
მასწავლებლის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რა ღონისძიებები გაატარეს საბავშვო ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი დღესაც მიმდინარეობს.