ავსტრალიის ხელისუფლებამ ახალ სამხრეთ უელსში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული მომშენებლისგან 100 000-ზე მეტი არალეგალური ეგზოტიკური ტარაკანი ამოიღო. ზოგიერთი მათგანის ზომა ადამიანის ხელის გულის ხელაა.
სამართალდამცავებმა კონფისკაცია ქალაქ ბათერსტში (სიდნეიდან დასავლეთით 200 კილომეტრში) განახორციელეს. არალეგალურად გამოზრდილ სახეობებს შორის არის მადაგასკარული მავენებელი ტარაკანი (Madagascar hissing cockroach) და დუბიას ტარაკანი (dubia cockroach). ავსტრალიის კანონმდებლობით, ორივე ამ სახეობის ქვეყანაში შემოყვანა, შენახვა, გამრავლება ან გაყიდვა მკაცრად აკრძალულია.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ მწერებს შეუძლიათ დაავადებების გავრცელება, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ ველურ ბუნებასა და სოფლის მეურნეობას.
ამოღებულ არალეგალურ ტარაკნებს, რომლებსაც ხშირად შინაური ქვეწარმავლების გამოსაკვებად იყენებდნენ, ხელისუფლება გაანადგურებს. უწყების წარმომადგენელმა მოუწოდა რეპტილიების მფლობელებს, რომლებიც დუბიას ტარაკნებს საკვებად იყენებდნენ, გადავიდნენ ლეგალურ ალტერნატივებზე, როგორიცაა ჭრიჭინები და ადგილობრივი ხის ტარაკნები.
მადაგასკარული მავენებელი ტარაკანი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სახეობაა. მას სახელი იმ სპეციფიკური, ხმამაღალი სისინის გამო დაერქვა, რომელსაც გამოსცემს.
იხილეთ ასევე: