ავტორი:

მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივნისს, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა ,,ჰიუნდაის’’ მარკის ავტომანქანას, რომელსაც დააკარგვინა მართვა და გადაიყვანა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც ავტომანქანა „ჰიუნდაი“ შეეჯახა სხვა ავტომანქანას რა დროსაც მართვა დაკარგული გადავარდა მდინარე მტკვარში, რომლის მძღოლის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“- ნათქვამია ინფორმაციაში.