რუსთავში 16 წლის ბიჭმა 50-წლამდე მამაკაცი მოკლა. არასრულწლოვანი პოლიციამ უკვე დააკავა.
“ტელეკომპანია პირველი“ მომხდართან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს. როგორც დაკავებული 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები და ახლობლები მათთან საუბარში აცხადებენ, ვიდრე პოლიციას ჩაბარდებოდა, მოზარდმა მშობლებს მომხდარის შესახებ უამბო.
მოზარდის ახლობლების თქმით, მოკლული მამაკაცი დასაქმებული იყო მშენებლობაზე. ის აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 დღის ჩამოსული იყო და გარდაბნის მიმდებარე სოფლებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მამაკაცმა არასრულწლოვანს შესთავაზა, გასამრჯელოს სანაცვლოდ მას მუშაობის პროცესში დახმარებოდა. ბიჭი დათანხმდა და სოფელ ქესალოში, სამუშაოდ წავიდნენ სხვა პირებთან ერთად.

როგორც მოზარდმა მშობლებს მოუყვა, როდესაც თავის დაღწევას ცდილობდა, სამზარეულოში დაინახა დანა და ცდილობდა რომ თავი დაეცვა, თუმცა მამაკაცი ბინის კარს მაინც არ უღებდა.
“როგორც კი აიყვანა ბავშვი, კარები გადაუკეტავს და დაუწყია ძალადობა. ტანსაცმელს ხდიდა და ეჯაჯგურებოდა. სამზარეულოში ყოფილან. ბავშვს დაუნახავს დანა, აუღია და თავდაცვის მიზნით მიუქნევია. მაინც არ ანებებდა თურმე თავს, მაინც ცდილობდა სექსუალურად ეძალადა.
პირდაპირ ეუბნებოდა რაც სურდა მისგან. ამ კაცს არავინ იცნობდა, ახალი ჩამოსულია აზერბაიჯანიდან,“- აცხადებს 15 წლის მოზარდის ახლობელი.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.