ავტორი:

“ევროკავშირი მომავალ კვირას საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს - განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“ - რიკარდ იოზვიაკი

“ევროკავშირი მომავალ კვირას საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს - განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“ - რიკარდ იოზვიაკი

“ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, - წერს იოზვიაკი.

მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.