ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა Fonbet-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთელებში მეორეა, საუკეთესო კი უკრაინელი ანდრეი შევჩენკოა.
ცნობისთვის, ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავთან დაკავშირებით საუბრები არ წყდება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კვარამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო. კვარაცხელიას როლი კი პარიზული გუნდის გაჩემპიონებაში გადამწყვეტი იყო. ის ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პსჟ-მ ფინალში ლონდონის არსენალი 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა.