ავტორი:

მოკლეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი - მკვლელობაში ბრალდებული კი მისი საყვარელი ქალის შვილია: დეტალები

მოკლეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი - მკვლელობაში ბრალდებული კი მისი საყვარელი ქალის შვილია: დეტალები

მოკლეს მსახიობი ჯეიმს ჰენდი, რომელიც საზოგადოებისთვის ფილმებში “Jumanji“ და “Top Gun: Maverick“-ში შესრულებული როლებით არის ცნობილი, მკვლელობაში ბრალდებული კი მისი მეგობარი ქალის შვილია.

  • ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის (LAPD) განცხადებით, სამართალდამცველები გასულ ოთხშაბათ დილით ერვინ სტრიტის 19200-ე კვარტალში მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოძახებაზე მივიდნენ, პოლიციაში თავად ეჭვმიტანილმა დარეკა, რომელმაც 911-ის ოპერატორთან შემდეგი განცხადება გააკეთა “მე კაცის ძე ვარ, ახლახან ცოდვილი კაცი მოვკალი“.

ადგილზე მისულ ოფიცრებს 81 წლის ჰენდი ეზოში, გულმკერდის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით, უგონო მდგომარეობაში დახვდათ. სამართალდამცველთა თქმით, მსახიობი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებული 44 წლის მაიკლ გლედჰილია. გამომძიებლების თქმით, გლედჰილმა ადგილზე მისულ პოლიციელებს თავად განუცხადა რომ სწორედ ის პირი იყო, ვისაც ეძებდნენ. გლედპილი დედასთან და დედის მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჯეიმს ჰენდის 150 - მდე როლი აქვს შესრულებული. კინოროლების გარდა, იგი მონაწილეობდა ისეთ პოპულარულ სერიალებში, როგორიცაა: “დასავლეთის ფრთა“ (The West Wing), “9-1-1“ და “საზღვაო პოლიცია: ლოს-ანჯელესი“ (NCIS: Los Angeles).

წყარო