ავიაკომპანია Lufthansa -ს განაცხადებით, ფრანკფურტის აეროპორტში გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი Boeing 787-9 Dreamliner-ის წინა სავალი ნაწილის (ცხვირის შასის) ჩაკეცვის გამო, ავიაკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/w0P8Ay5czAc?si=elrVj6qXXQrCbaxK" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
რამდენიმე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, ამჟამად მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.


აშშ-ის ავიაციის ფედერალური ბიუროს კატასტროფების ყოფილი გამომძიებლის, ჯეფ გუზეტის განაცხადებით, “უძრავ მდგომარეობაში მყოფი თვითმფრინავის წინა სავალი ნაწილის ჩაკეცვა ძალიან უჩვეულო მოვლენას წარმოადგენს. მომხდარის მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა პოტენციურ ფაქტორებად შასის ადრეული დაზიანება, მექანიკური გაუმართაობა ან ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება განიხილებოდეს“
მსგავსი შემთხვევა 2021 წელს ლონდონის “ჰითროუს“ აეროპორტშიც მოხდა, სადაც ასევე Boeing 787 ფიგურირებდა. დიდი ბრიტანეთის საავიაციო შემთხვევების საგამოძიებო განყოფილების (AAIB) ანგარიშის მიხედვით, 787-8 მოდელი “გეითთან“ ტექნიკურ შემოწმებას გადიოდა, რა დროსაც ტესტირების დროს წინა შასი კორპუსის შიგნით შევიდა და თვითმფრინავის ცხვირი მიწაზე დაეშვა.