ავტორი:

ჯარიმები, ყვითელი ბარათები, მცირე შეხლა-შემოხლა და უგოლო ტაიმი - საქართველო-ბაჰრეინის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები

ჯარიმები, ყვითელი ბარათები, მცირე შეხლა-შემოხლა და უგოლო ტაიმი - საქართველო-ბაჰრეინის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინს ხვდება. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს და პირველი ტაიმი ამ წუთებში დასრულდა.

ჩვენმა გუნდმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ბერიაშვილი, ხარებაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ეგოიანი, კვარაცხელია, ქვილითაია.

პირველი ტაიმი არ გამოირჩეოდა მომენტებით, თუმცა იყო არაერთი ჯარიმა, შესაბამისად ბევრი პაუზა. მსაჯმა სამი ყვითელი ბარათი აჩვენა, რომელთაგან ორი სტუმრებმა, ხოლო ერთი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა, ბერიაშვილმა მიიღო.

მატჩის ერთ მომენტში ფეხბურთელებს შორის მცირე გაწევ-გამოწევაც იყო. არც ერთი გუნდის შეტევას გოლი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმი ფრედ - 0-0 დასრულდა.