საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინს შეხვდა და ანგარიშით - 2-0 მოიგო.
ჩვენმა გუნდმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:
გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ბერიაშვილი, ხარებაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ეგოიანი, კვარაცხელია, ქვილითაია.
- პირველი ტაიმი არ გამოირჩეოდა მომენტებით, თუმცა იყო არაერთი ჯარიმა, შესაბამისად ბევრი პაუზა. მსაჯმა სამი ყვითელი ბარათი აჩვენა, რომელთაგან ორი სტუმრებმა, ხოლო ერთი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა, ბერიაშვილმა მიიღო.
მატჩის ერთ მომენტში ფეხბურთელებს შორის მცირე გაწევ-გამოწევაც იყო. არც ერთი გუნდის შეტევას გოლი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმი ფრედ - 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. 52-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა და გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
- მოგვიანებით, კვერნაძემ 11-მეტრიანი გამოიმუშავა, 77-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ჩვენი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და 2-0 დასრულდა.