8 წლის ბიჭს, რომელიც კვადროციკლით ავარიაში მოჰყვა და მძიმე დაზიანებები მიიღო, დახმარება ესაჭიროება.
ინფორმაციას მოზარდის ახლობლები ავრცელებენ.
"ბექამ უმძიმესი ტრავმები მიიღო და ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის. გთხოვთ, მცირედი ფინანსური წვლილით ან პოსტის გაზიარებით დავუდგეთ გვერდში ბექას" - წერენ მოზარდის ახლობლები.
ცნობისთვის, თელავში, კვადროციკლით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი 4 ივნისს დაშავდა. თვითმხილველების თქმით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრავმა მიიღო.