ავტორი:

სამდღიანი ზეიმი, ცნობილი სტუმრები და სიცილიური სამზარეულო - დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა გრანდიოზული ქორწილი დაიწყეს

სამდღიანი ზეიმი, ცნობილი სტუმრები და სიცილიური სამზარეულო - დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა გრანდიოზული ქორწილი დაიწყეს

პოპვარსკვლავმა დუა ლიპამ და მსახიობმა კალუმ ტერნერმა სიცილიაში გრანდიოზული სამდღიანი საქორწილო ზეიმი დაიწყეს. წყვილი გასულ შაბათ-კვირას ლონდონში დაქორწინდა.

  • 30 წლის დუა ლიპას თეთრი, ელეგანტური კაბა ეცვა, რომელსაც ცნობილი იტალიური მოდის სახლის, Bottega Veneta-ს დიზაინს მიაწერენ. მომღერალმა ლუქი ძვირადღირებული აქსესუარებითა და Bulgari-ს სამკაულებით შეავსო. 36 წლის კალუმ ტერნერს კი კრემისფერი კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა.

პირველი ღონისძიება ისტორიულ Palazzo Croce dei Vespri-ში გაიმართა, სადაც სტუმრებს ცოცხალი ჯაზბენდი, სანთლებით გაფორმებული სივრცე და სიცილიური სამზარეულოს კერძები დახვდათ.

ქორწილში დაახლოებით 200 სტუმარს ელოდებიან. მათ შორის უკვე შენიშნეს მსახიობი ჯო ალვინი, მომღერალი Charli XCX მეუღლესთან, ჯორჯ დენიელთან ერთად, ასევე მუსიკოსი მარკ რონსონი.

დღევანდელი ღონისძიებები პალერმოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ სასახლეში გაგრძელდება. მოგვიანებით სტუმრები თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლებენ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური მუსიკალური პროგრამაა დაგეგმილი.

სამდღიანი საქორწილო ზეიმის საერთო ღირებულება, ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს აღწევს. ზეიმის ბოლო ნაწილი ბაგერიაში, ისტორიულ Villa Valguarnera-ში გაიმართება, სადაც წყვილი სტუმრებთან ერთად ქორწინების აღნიშვნას დაასრულებს.

წყარო