ავტორი:

შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი

შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი

შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის სანაპირო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებით, შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად მყოფ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემ DURU 67-ზე თავდასხმა 5 ივნისს განხორციელდა.

თავდასხმის შედეგად ერთი მეთევზე დაიღუპა და 4 დაშავდა.

მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გემი ჩაიძირა, ხოლო დაშავებულების ევაკუაცია ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა განახორციელა.