"დრონებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქის ქალაქი კრონშტადტი დროებით დაიხურა", - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ასევე, შეზღუდვები დაწესდა ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილებაზე.
მოგვიანებით, ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქალაქში შესვლასა და ქალაქიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მედიის ცნობით, დრონებით დარტყმის შემდეგ ქალაქ კრონშტადტის პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.