დროა, ეს ომი დასრულდეს, თუმცა, რუსეთის მმართველს ბრძოლის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ასევე, ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა 500 კილომეტრის მანძილზე, კრასნოდარის მხარეში ნავთობბაზას დაარტყეს.
„რუსეთმა მისი ომი უნდა დაასრულოს და ადამიანების სიცოცხლეზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის უსამართლობის გამოვლინებას სამართლიანი პასუხი მოჰყვება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.