ავტორი:

დაისეტყვა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები - დაზიანდა მოსავალი

დაისეტყვა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები - დაზიანდა მოსავალი

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო.

  • დასეტყვილია სოფელი ალავერდი, ქვემო და ზემო ალვანი, ოჟიო და კოღოთო.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სტიქია დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა და სეტყვას ქარიც ახლდა, რამაც მოსავალი დააზიანა. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია ვენახები და ერთწლოვანი კულტურები.