ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 35 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.