7 ივნისს, ჩვენს მეზობელ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელზეც დიდი პოლიტიკური არჩევანი შეიძლება გაკეთდეს, რაც ამ პატარა ქვეყანას ან ახალ სერიოზულ პერსპექტივებს გაუხსნის დასავლეთისკენ, ან ისევ დარჩება რუსეთის ორბიტაზე, თუმცა საქმე არცთუ მარტივადაა, რადგან სომხეთმა შეიძლება 2008 წლის საქართველოს ბედი გაიზიაროს და "აგვისტოს ომი" მიიღოს რუსეთისგან.
პირველი - 2018 წელს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩეული ნიკოლ ფაშინიანი თავისი პოლიტიკითა და ქუჩაში ტრიბუნიდან ემოციური სიტყვით გამოსვლით ძალიან ჰგავს ოცი წლის წინანდელ საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს და აქტიურად ქადაგებს ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვას, რაც, ბუნებრივია, რუსეთს ძალიან აღიზიანებს;
მეორე - ფაშინიანი 2020 წლის ყარაბაღის ომში სომხეთის ინტერესების დამარცხებაში მთავარ დამნაშავედ იმ რუსეთს აცხადებს, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა გამოცხადებული სომხეთისთვის და დაწყებული აქვს რუსეთის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო ნაწილების გაყვანა სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრიდან, მანამდე კი რუსი მესაზღვრეები მოხსნეს ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან.
ჯერ არ დგას გიუმრის რუსული 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი, თუმცა, თუკი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის მომხრეებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს, უახლოეს მომავალში ესეც დადგება დღის წესრიგში, რადგან ევროკავშირსა და თვით ნატოში გაწევრების მოსურნე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შენარჩუნება არ მოუნდება ევროპას. ანუ მეორდება ოციოდე წლის მოვლენები, როდესაც 2006-2007 წლებში საქართველომ თავის ტერიტორიიდან რუსეთს, ბოლოს და ბოლოს, როგორღაც გააყვანინა ბათუმის, ახალქალაქისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები... წაიკითხეთ ვრცლად