ლოს-ანჯელესში Hermès-ის კრეატიულმა დირექტორმა ნადეჟ ვანემ ახალი კოლექცია წარადგინა ნასტასია ლეგრან-ბაბლუანიც მონაწილეობდა.
მას შემდეგ მისი კარიერა სწრაფად განვითარდა: გამოჩნდა მოდის ინდუსტრიის წამყვანი ჟურნალების ყდებზე - WWD, POP Magazine, Harper’s Bazaar, Middle Plane Magazine და Système Magazine. ასევე მონაწილეობდა ედიტორიალურ ფოტოსესიებში: Holiday Magazine, Vogue Italia და Harper’s Bazaar France. ნასტასიამ მონაწილეობა მიიღო შანელის ექსკლუზიურ საკრუიზო ჩვენებებში - კომოს ტბაზე, ვილა დ’ესტეში და სინგაპურში. პოდიუმზე ისეთი მოდელების გვერდით გამოვიდა, როგორებიც არიან: ბელა ჰადიდი, ნატალია ვოდიანოვა, ლულუ ტენი, მატილდა გვარლიანი, ლოლი ბაჰია, კენდალ ჯენერი და დევა კასელი.

აქტიურად მონაწილეობს მოდის კვირეულებში პარიზში, ნიუ-იორკსა და მილანში და თანამშრომლობს წამყვან მოდის სახლებთან: Louis Vuitton, Emporio Armani, Ralph Lauren, Sacai, Khaite, Alaïa, Chanel (5 ჩვენება), Valentino (მაღალი მოდის ჩვენების დახურვა), Isabel Marant, Pucci, Fendi, AMI, Jacquemus (ვერსალში), Moschino, Schiaparelli, Dries Van Noten, Courrèges და სხვა. ნასტასია ასევე იყო Alaïa-ს კამპანიის სახე ლოლი ბაჰიასთან ერთად და მონაწილეობდა COS-ისა და Massimo Dutti-ს სარეკლამო კამპანიებში.

რომ მისი უნიკალური გარეგნობა და პროფესიონალიზმი კიდევ დიდი წარმატების საფუძველი იქნება. ის, რომ მოდელი თანამშრომლობს ისეთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიც Women-ია, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სწრაფ პროგრესს. ეს მოდის ინდუსტრიაში მას მნიშვნელოვანი პოზიციის დამკვიდრების შესაძლებლობას აძლევს.

- ვერ გეტყვით, როგორი დედა ვარ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ჩემს შვილებს ჩემს ცხოვრებაში და ახლა უკვე მათთან დისტანცირება ხდება იმიტომ, რომ უკვე დიდები არიან. ერთი 31 წლის არის და მეორე - 20-ის. მე ვერ ვიქნებოდი ძალიან მკაცრი და არ შემეძლო აკრძალვები, მით უმეტეს, საფრანგეთში. ამიტომ ვცდილობდი, რომ მათ ყველანაირ ეტაპს, ეს იქნებოდა სიგიჟის თუ სიმშვიდის, გავყოლოდი მეთოდურად და ასე მყარად ვმდგარიყავი.
მეცადა, რომ სწორი მიმართულებით, ჩემი ხედვიდან გამომდინარე, მიმეცა გზა და ყველა პერიოდი თავისუფლად მინდოდა რომ ეცხოვრათ. რამდენად გამომივიდა, ეს არ ვიცი. მაინც გვინდა, რომ ყოველთვის უფრო უკეთესი იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასე არის. მერე განსხვავებული ხასიათი აქვთ.
უფროსი შვილი კომუნიკაციების სპეციალისტია და მუშაობდა დიდ კომპანიებში. მერე გადაწყვიტა, რომ არ შეეძლო კომპანიებში მუშაობა იმიტომ, რომ თვითონ დამოუკიდებლად უნდოდა ყველაფრის კეთება. არის გათხოვილი, მისი ქმარი ფრანგი ტუნისელი ებრაელია და არის კინოსამყაროში. ლიკუნა ბუნებრივად მიდის უფრო ფოტოგრაფიისკენ და რაღაც ისეთი მხატვრული სთორითელინგისკენ, რაც თვითონ ძალიან აბედნიერებს, მას მოსწონს და ძალიან კმაყოფილია.
ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი არის მოდელი. მოდელობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, პარიზში აღმოაჩინეს და მას შემდეგ ასე ძალიან მნიშვნელოვნად მუშაობს და დიდ პოდიუმებზე დგას. მისთვის ეს ყველაფერი ახალია და ძალიან მინდა, რომ იყოს დაცული, ლაღი, ბედნიერი და იყოს იმ სამყაროში. მიუხედავად უდიდესი კონკურენციის და სირთულისა, ასე თავისუფალ, ლაღ და ბედნიერ ქალად გრძნობენ თავს ორივე - აი, ეს არის ჩემი შვილების მიმართ სურვილი.