ავტორი:

"სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში - ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ" - ნიკოლ ფაშინიანი

"სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში - ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ" - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, "სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობას ვერ ხედავს და ამაზე საუბარს ხელოვნურად მიიჩნევს, - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

  • "ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, მაგრამ ეს მცდელობები არაეფექტურია.

"სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“, - განაცხადა ფაშინიანმა.