ავტორი:

ლუკა კურტანიძის 16 წლის ქალიშვილი კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონი გახდა

ლუკა კურტანიძის 16 წლის ქალიშვილი კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონი გახდა

ბოლნისმა კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც 16 წლის ანამარია კურტანიძემ ბრწყინვალე ასპარეზობით ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

  • ახალგაზრდა სპორტსმენმა ფიზიკური მომზადებისა და სიმტკიცის უმაღლესი დონე აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ანამარია სპორტულ სამყაროში საკმაოდ აქტიურად იმკვიდრებს ადგილს: ის 4 წელია აქტიურად ვარჯიშობს, აქედან ბოლო 2 წელი მიზანმიმართულად კიკბოქსინგს დაუთმო.

  • ანამარიას წარმატების მიღმა მისი მწვრთნელის, ლაშა ჭეფხოძის, დაუღალავი შრომა და პროფესიონალიზმი დგას, რომელმაც გოგონა ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოამზადა.

ტურნირს ესწრებოდა და გამარჯვებულებს მიღწევა მიულოცა კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოჩა ჯავახიამ. ანა მარიას დედა გვიყვება, რომ სწორედ ბატონი გოჩას და ლაშას დიდი წვლილია, რომ გოგონა დღეს ჩემპიონია.