შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო.