UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია შვილთან და ძმასთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც მომდევნო კვირას, თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
"მომავალ კვირას მსოფლიოს შევახსენებთ, თუ რატომ ვართ საუკეთესოები", - წერს ილია თოფურია.




ცნობისთვის, 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გახდა UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ხოლო 2025 წლის 28 ივნისს, ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ილია თოფურია პირველი მებრძოლია ისტორიაში, რომელმაც UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი ისე მოიპოვა, რომ ერთხელაც არ დამარცხებულა. 2025 წლის მონაცემებით, მამაკაცთა შორის UFC-ის pound-for-pound რეიტინგში მეორე ადგილზეა.